წყალტუბოში, ყოფილი ბიბლიოთეკის ბაზაზე

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი მოეწყობა. პროექტი 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 67 143 ლარით ფინანსდება და თებერვლის ბოლოს დასრულდება.

ცენტრში ჩამოაყალიბდება სასწავლო ჯგუფები და მოხდება მათი მომზადება სხვადასხვა გრაფიკულ თუ საოფისე პროგრამებში. ინოვაციების ცენტრში შესაძლებელია იქნება როგორც პრეზენტაციების გამართვა, ასევე შეხვედრების ჩატარება სხვადასხვა დაწესებულებისა თუ ცენტრის წარმომადგენლებთან.

ტექნოლოგიების განვითარებისა და ინოვაციების ცენტრი ხელს შეუწყობს ინოვაციური იდეების მქონე პირების შეკავშირებასა და განვითარებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *