ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მომხმარებლებისათვის ახალი შეთავაზება აქვს.

მძაფრი შეგრძნებების, ადრენალინისა და ექსტრემალური გართობის მოყვარულებს აეროპორტი დუბაიში “სქაიდაივინგს” სთავაზობს.

“4 000 მეტრი სიმაღლიდან თავისუფალი ვარდნისას მიღებული შთაბეჭდილება არასდროს დაგავიწყდებათ,”-ნათქვამია აეროპორტის “ფეისბუკ” გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან დუბაის მიმართულებით 14 ივნისიდან, კვირაში ორჯერ შესრულდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *