იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე

თეატრალური სპექტრის წარმომადგენლებს ქართული თეატრის დღეს ულოცავს.

“14 იანვარი ქართული თეატრის დღეა! ვულოცავ თეატრალურ საზოგადოებას და საინტერესო საქმიანობას ვუსურვებ. იმერეთში 20-მდე პროფესიული თუ სახალხო თეატრია და მიხარია, რიმ ჩვენს რეგიონს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს თეატრალური ცხოვრების განვითარებაში.

ქართული თეატრის უნიკალურობა მის 168 წლიან ისტორიაშია. ამ ხნის განმავლობაში თეატრმა ქართველი ხალხის გაერთიანების, ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებისა და შენარჩუნების საქმეში განსაკუთრებული როლი შეასრულა.

თეატრალური ხელოვნების ელემენტებს ჯერ კიდევ უძველესი რიტუალური დღესასწაულები შეიცავდნენ. ამას მოწმობს აღმოჩენილი საარქივო მასალებიცა და საგუნდო სიმღერებში შემორჩენილი ნაწყვეტებიც. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს. 30-იანი წლები), შეიქმნა საეკლესიო თეატრი და დრამა. პარალელურად ვითარდებოდა ხალხური თეატრალური სანახაობა – “ბერიკაობა”, მოგვიანებით – “ყეენობა”. მაგრამ ქართული თეატრის ისტორიაზე საუბრისას პირველად მაინც XIX საუკუნის ქართველი დრამატურგი გიორგი ერისთავი და მისი პიესა “გაყრა” გვახსენდება, რომლითაც 1850 წლის 14 იანვარს დაიდგა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს და გისურვებთ ქართული თეატრალური ხელოვნების ახალ, განვითარების კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას,”-განაცხადა ჭიჭინაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *