შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-ბაღდათის

საავტომობილო გზის კმ4 მონაკვეთზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, 17 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-3-ე კმ-დან სოფ.სადგური სვირის გავლით ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-9-ე კმ-მდე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.

საავტომობილო გზის დაკეტვის ადგილებში კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ განთავსებული იქნება შესაბამისი საგზაო ნიშნები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *