ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე,

77-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ატრაქციონები დაზიანებულია.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ქუთაისის მერიაში მათ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდნენ, თუმცა, მათივე თქმით, საბავშვო ატრაქციონები ამ დრომდე არ შეკეთებულა.

ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნულ მისამართზე განთავსებულ ატრაქციონებთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმაზე საუბარი შეუძლებელია. მისივე თქმით, არსებობს ინიციატივა კონკრეტული პროგრამის შექმნის შესახებ, რომლის ფარგლებშიც მთელი ქალაქის მასშტაბით არსებული დაზიანებული ატრაქციონები აღიწერება.

“აღიწერება დაზიანებული ატრაქციონები და ზოგის დემონტაჟი შეიძლება განხორციელდეს. ბევრი მოთხოვნა შემოდის. ატრაქციონებს ძალით აზიანებენ, შესაძლოა, მეორე და მესამე დღეს უკვე დამტვრეული დაგვხვდეს. საბავშვო ატრაქციონებს დაცვას ვერავინ დაუყენებს. მოსახლეობამ უნდა მოუაროს და შეინარჩუნოს, გაითვალისწინოს, რომ მათ ბავშვებს სჭირდება. რთულია, მთელი ქალაქის მასშტაბით ცვალო სასრიალოები, აკეთო კიბეები, სჯობს შეინარჩუნონ ის, რასაც გადავცემთ მოსახლეობას,”-განაცხადა ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის წარმომადგენელმა ლევან დათიაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *