ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით,

2017 წელს საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა გაიზარდა.

სამინისტროს განმარტებით, 2017 წელს საქართველოში 7 554 936 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა. ტურისტების რაოდენობა კი 27.9%-ით გაიზარდა.

2017 წლის იანვარ-დეკემბერში ევროპის ქვეყნებიდან საერთაშორისო მოგზაურთა შემოსვლის შემდეგი ტენდენცია დაფიქსირდა: გაერთიანებული სამეფო +39.9%; ნიდერლანდები +31.1%; ესპანეთი +29.9%; საფრანგეთი +29.6%; გერმანია +25.7%. ასევე, აშშ-დან + 24.5% მოგზაურია შემოსული.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის I-III კვარტლების ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში 2.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *