სტიქიის შემსწავლელი კომისიის მიერ

ზარალის დათვლის შემდეგ, ვანის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი გადაირიცხა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაზიანებული ობიექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე მუშობა, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი საპროექტო სამუშაოების შესრულებაზე,საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ტენდერის საშუალებით გამოვლენილი კომპანიების მიერ დაიწყება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები და სრულად აღდგება დაზიანებული ინფრასტრუქტურა.

შეგახსენებთ, ვანის მუნიციპალიტეტში გასული წლის ოქტომბრისა და დეკემბრის თვეებში ძლიერმა წვიმებმა მდინარეების ადიდება გამოიწვია. დაზიანდა ნაპირსამაგრები,სახიდე-საბოგირე გადასასვლელები და შიდასასოფლო-საავტომობილო გზები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *