ზესტაფონის მერიის ინფორმაციით,

მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცა. მათივე ინფროამციით, მერმა საახალწლო ნობათი საკუთარი პირველი ხელფასიდან შეიძინა.

მახათაძე განმარტავს, რომ ქველმოქმედება არ იქნება ერთჯერადი ხასიათის. როგორც მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, ის გეგმავს, რომ საკუთარი ხელფასიდან, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ყოველ თვეში დაეხმაროს.

“ეს არის ჩემი ინიციატივა, პირველი ხელფასით მინდა, რომ დავეხმარო იმ ოჯახებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები. მინდა, რომ მათ ნორმალურ პირობებში იგრძნონ თავი. მივიღე გადაწყვეტილება, ჩემი ხელფასიდან რამდენიმე ოჯახს ყოველთვიურად გადავცე პროდუქტები,”-განაცხადა მახათაძემ.

სასაჩუქრე კალათა კახაბერ მახათაძემ მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მიიტანა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *