ქუთაისში, გუმათჰესის ტერიტორიაზე ხანძარია, სავარაუდოდ, ზეთის ტრანსფორმატორი იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

როგორც საგანგებო სამსახურში ში აცხადებენ, ადგილზე ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლია.

ადგილზე მობილიზებული არიან შსს-ს სსმს-ს მეხანძრე-მაშველები და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. მიმდინარეობს მუშაობა ცეცხლის ლოკალიზებისთვის. ჯერ უცნობია რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *