ქუთაისის საკრებულოს ავტოქარხნის მაჟორიტარობის კანიდიდატის გამოსავლენად, შუალედურ არჩევნებში ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც რადიო „ძველ ქალაქს“ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გიორგი კილაძემ უთხრა, არსებობს 2 მიზეზი, რის გამოც უარს ამბობენ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე.

„პირველი და უმთავრესი არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ჩვენი ყველა ქმედება აქეთკენ უნდა იყოს მიმართული. 2 აპრილს ქუთაისში დიდი აქციის გამართვას ვგეგმავთ.

მეორე მიზეზი თუ რატომ არ და ვერ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში არის ბესიკ ბრეგაძის, რომელიც ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატია, ნაჩქარევად უფლებამოსილების შეწყვეტა. რომელიც  გავასაჩივრეთ სასამართლოში. სასამართლომ მიიღო საქმე წარმოებაში. ჯერ პროცესები არ ჩანიშნულა, თუმცა  ველოდებით, რომ შედეგი იქნება დადებითი და ბესიკ ბრეგაძეს კვლავ აღუდგება უფლებამოსილება. და მერე რა გამოდის, იმ კანდიდატს, ვინც „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა და ახლა უკონკურენტოა არჩევნებში, რას უპირებენ? „- ამბობს გიორგი კილაძე.

ბესიკ ბრეგაძე ემიგრაციაში ნახევარ წელზე მეტია იმყოფება და როგორც თანაპარტიელები ამბობენ, ის მალე დაბრუნდება საქართველოში.

ცნობისთვის, ქუთაისის საკრებულოში ავტოქარხნის მაჟორიტარობის კანდიდატის გამოსავლენად, რიგგარეშე არჩევნები 29 აპრილ გაიმართება.

„ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატად 30-ე სკოლის დირექტორი მიხეილ გიორგაძე წარადგინა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *