პარტია თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გოგი წულაია ქუთაისში ტრანსპორტის

რაოდენობის გაზრდას ითხოვს. მისი თქმით, ვირუსის პრევენციის მიზნით ტრანსპორტზე შეზღუდვები მისასალმებელია, თუმცა ავტობუსები გადაჭედილი დადის, რაც ვირუსის პრევენციის ზომად არ ითვლება. 

,,ის, რომ ტრანსპორტზე არის რეგულაცია არის წინგადადგმული ნაბიჯი, თუმცა ამან გამოიწვია უკუშედეგები. დილით და პიკის საათებში ტრანსპორტი არის სავსე, ეს სიტუაცია უარესია კორონავირუსის გასავრცელებლად. მოვუწოდებ ხელისუფლებას პიკის საათებში დაამატონ ტრანსპორტი და უზრუნველყონ, რომ რაც შეიძლება უსაფრთხოდ იმგზავრონ ადამიანებმა. ამ ტრანსპორტით მგზავრობს დილის სათებში ენერგოპროს, წალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები, ექთნები და შეიძლება ექიმებიც, ტექნიკური პერსონალი. რომელიმე მათგანის დაინფიცირება გამოიწვევს ქსელის გაჩერებას. ასეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების მუშაკების გადაადგილება ობიექტების ხელმძღვანელობამ თავად უნდა უზრუნველყოს.”- განაცხადა გოგი წულაიამ. 

კორონავირუსის პრევენციისათვის ქუთაისში 18 მარტიდან მიკროავტობუსების მოძრაობა აიკრძალა. მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში ავტობუსები ახალი გრაფიკით ემსახურებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *