პოლიტიკა
გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის წინ შეშა მიიტანა
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის წინ შეშა მიიტანა და ცეცხლის დანთება სცადა, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. ცეცხლის დანთების მცდელობას წულაიასა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. გოგი წულაიამ პერფორმანსით ქუთაისის მოსახლეობისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტა გააპროტესტა. სამართალდამცავების განმარტებით, ადგილზე ცეცხლის დანთება, სადაც მოქალაქეებს შესაძლოა საფრთხე შეექმნათ, დაუშვებელია.

"ხუთ სანტიმეტრ თოვლზე ქალაქი პარალიზებული იყოს, პური არ ცხვებოდეს და იყიდებოდეს, საბავშვო ბაღები და სკოლა იკეტებოდეს, გაზი და დენი არ იყოს, ეს არის კატასტროფა. ჩვენს მერს ნამუსი რომ ჰქონდეს, უნდა გადადგეს, რადგან ვერ უზრუნველყო მოქალაქეებისათვის ელემენტარული პირობების შექმნა. მინდოდა ცეცხლი დამენთო და მოსახლეობისათვის მომეწოდებინა მოსულიყვნენ და გამთბარიყვნენ,"-განაცხადა წულაიამ.

ქუთაისში ბუნებრივი აირის მიწოდება გუშინ 44 000-მდე აბონენტს შეუწყდა. "სოკარის" წარმომადგენლების თქმით, ბუნებრივი აირის მიწოდება დღის ბოლომდე აბონენტების 90%-ს აღუდგება.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
Aliexpress WW
ამინდი
თბილისი 1 - 12 °C
img
ქუთაისი 4 - 11 °C
img
ბათუმი 6 - 10 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
7 წლის ბაღდათელმა მოჭადრაკემ ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიგო
თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე ბაღდათელმა
13:06 / 12.02.2020
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი საუკეთესო დირექტორთა სამეულში მოხვდა
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მიხეილ გიორგაძე, საუკეთესო დირექტორთა სამეულში მოხვდა.
14:38 / 17.02.2020
ხანის ყველი, სულგუნი და სხვადასხვა ნაწარმი პრაღის ტურისტულ გამოფნაზე წარადგინეს
პრაღაში გამართულ ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაში ბაღდათელმა მეწარმეებმა მონაწილეობა
14:55 / 17.02.2020
ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, ახალი სკვერის მოწყობა სრულდება
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, სულხან-საბას გამზირზე
11:46 / 29.01.2020