ქუთაისის მერიამ გუგუნავას 12-ში არსებული შენობის

რეაბილიტაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესადგენად ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში მითითებულია, რომ რეაბილიტაცია საერთო საცხოვრისის მოწყობის მიზნით იგეგმება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 25 000 ლარია. წინადადებების მიღება 8 თებერვალს იწყება და 11 თებერვალს სრულდება. 

მერიაში აცხადებენ, შენობის გარემონტება იგეგმება ხოლო მის ფუნქციურ დატვირთვასა და სხვა დეტალებზე შესაბამისი კომისია სამუშაოების დასრულების შემდეგ იმსჯელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *