პოლიტიკა
გზის, ტრანსპორტისა და ბუნებრივი აირის გარეშე - აქცია წყალტუბოს სოფელ სორმონში
წყალტუბოში, სოფელ სორმონში მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტის უქონლობა გააპროტესტეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში არც ბუნებრივი აირია შეყვანილია და ამის ფონზე ხელისუფლება მათ შეშის მოჭრასაც უკრძალავს.

"სოფელს ბევრი გასაჭირი აქვს. ხედავთ როგორი პრობლემაა გზასთან დაკავშირებით. არ არის ტრანსპორტიც. დაგვპირდნენ ბუნებრივ აირს, თუმცა, არც ის გვაქვს. შეშის მოჭრის უფლებასაც არ გვაძლევენ,"-განაცხადა ადგილობრივმა კახაბერ ფურცხვანიძემ. 

ადგილობრივების პროტესტს პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე, გოგი წულაია შეუერთდა.

"ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში ვნახე რომ მე-19 საუკუნეში ცხოვრობენ ადამიანები. არ არის გზა, არ არის ტრანსპორტი, არ არის ბუნებრივი აირი და არ აჭრევინებენ შეშას. უნდათ, რომ დაიცალოს სოფელი. ხალხს ეუბნებიან, რომ თქვენ აქ არანაირ პირობებს არ შეგიქმნით,"-განაცხადა გოგი წულაიამ.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა.
23:50 / 16.02.2020
ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა.
ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა.
23:50 / 16.02.2020
ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა.
Aliexpress WW
«« თებერვალი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 1
ამინდი
თბილისი -2 - 5 °C
img
ქუთაისი 4 - 12 °C
img
ბათუმი 2 - 8 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
7 წლის ბაღდათელმა მოჭადრაკემ ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიგო
თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე ბაღდათელმა
13:06 / 12.02.2020
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020
ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, ახალი სკვერის მოწყობა სრულდება
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, სულხან-საბას გამზირზე
11:46 / 29.01.2020