პოლიტიკა
საჯარო სექტორში დასაქმებული მოხელეებისათვის ქართულ-პოლონური სატრენინგო პროგრამები განხორციელდება
საქართველოს პოლონური დელეგაცია ეწვია, რომელსაც ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნული სკოლის დირექტორი ვოიჩეხ ფედერჩიკი ხელმძღვანელობს.

სამუშაო შეხვედრა სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში გაიმართა.

პოლონურ დელეგაციას ჟვანიას სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა თანამშრომლებთან ერთად უმასპინძლა.

ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნული სკოლის დირექტორმა ვოიჩეხ ფედერჩიკმა და ექსპერტმა სტეფან აკირა ჯარესკიმ ჟვანიას სკოლის გუნდს პოლონური გამოცდილება გაუზიარეს. მოწვეულმა სტუმრებმა პრეზენტაციის სახით იმ პროგრამებისა და საქმიანობის შესახებ ისაუბრეს, რომელსაც მათი სკოლა 30 წელია წარმატებით ახორციელებს.

22 იანვარს, ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნულ სკოლასა და ჟვანიას სკოლას შორის ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც მხარეები განახორციელებენ ერთობლივ სატრენინგო და გაცვლით პროექტებს საჯარო სექტორში დასაქმებული მოხელეებისათვის.

"შარშან ჩვენ ვიმყოფებოდით პოლონეთში, წელს მოვიწვიეთ ჩვენი პოლონელი სტუმრები, იმისთვის რომ უფრო კონკრეტული სახე შევძინოთ ჩვენს თანამშრომლობას. ხვალ, ხელი მოეწერება 5 წლიან თანამშრომლობის მემორანდუმს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა სასწავლო რესურსების განვითარება, სატრენინგო რესურსების განვითარება და რაც ყველაზე მთავარია, ერთობლივი სატრენინგო პროგრამების შემუშავება ქართველი და პოლონელი საჯარო მოხელეებისათვის,"-განაცხადა ქეთევან ჯაყელმა.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა.
23:50 / 16.02.2020
ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა.
ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა.
23:50 / 16.02.2020
ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა.
Aliexpress WW
«« თებერვალი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 1
ამინდი
თბილისი -2 - 5 °C
img
ქუთაისი 4 - 12 °C
img
ბათუმი 2 - 8 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
7 წლის ბაღდათელმა მოჭადრაკემ ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიგო
თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე ბაღდათელმა
13:06 / 12.02.2020
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020
ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, ახალი სკვერის მოწყობა სრულდება
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, სულხან-საბას გამზირზე
11:46 / 29.01.2020