Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
"ახალი ავტობუსების ხარჯი ბევრად მეტი იქნება"-შესაძლოა, ქუთაისში მგზავრობა გაძვირდეს
მას შემდეგ, რაც ქუთაისში მუნიციპალური ავტობუსები შემოვა, შესაძლოა, სამგზავრო ტარიფი გაძვირდეს. შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის" დირექტორი, გიორგი გიორგობიანი ამბობს, რომ ახალ ავტობუსებს ბევრად მეტი ხარჯი ექნებათ, რამაც ტარიფის გადახედვა გამოიწვია.

"მონდომებული ვართ, რომ ტარიფი არ შეიცვალოს. ეს არის ჩვენი ამომავალი წერტილი, რომ მოქალაქეებს კომფორტთან ერთად ძველი ტარიფიც ჰქონდეთ. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახალი ავტობუსების ხარჯი ბევრად მეტი იქნება, აუცილებელია გადაიხედოს ტარიფი. ვეცდებით რომ ტარიფი არ შეიცვალოს, მაგრამ უნდა დავუშვათ ისიც, რომ როდესაც ავტობუსი იქნება ახალი, იქნება სუფთა, გაგრილება-გათბობის სისტემით ღირებულებაც შესაძლოა გაიზარდოს. სამი თვის შემდეგ შეგვიძლია ამ თემაზე ვისაუბროთ,"-განაცხადა გიორგი გიორგობიანმა.

მუნიციპალური ტრანსპორტის შემოსვლა ქუთაისში მარტის თვიდან იგეგმება. მერიამ უკვე დააფუძნა შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია". პირველ ეტაპზე ქალაქში 60 ავტობუსი იმოძრავებს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ბონდო სოფრომაძე თერჯოლის  მერი აღარ იქნება. როგორც რადიო
,,ძველ ქალაქს
17:25 / 01.04.2020
ბონდო სოფრომაძე თერჯოლის  მერი აღარ იქნება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს" იმერეთის
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის
14:07 / 29.03.2020
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნლები პირბადეებს და სადეზინფექციო საშუალებებს
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 8 - 16 °C
img
ქუთაისი 8 - 22 °C
img
ბათუმი 9 - 17 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020