პოლიტიკა
მერიას სტუდენტებისათვის განახევრებული სამგზავრო ტარიფის განხილვის დაჩქარებას თხოვენ
"ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრები და სტუდენტები სტუდენტებისათვის განახევრებულ სამგზავრო ტარიფებს ითხოვენ. მათ მერიაში ინიციატივა რამდენიმე თვის წინ შეიტანეს. როგორც პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები ამბობენ, ქუთაისის მერიის პასუხი დამაკმაყოფილებელი არ არის, რადგან მუნიციპალური ტრანსპორტის შექმნაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა, მათი საინიციატივო ჯგუფი სამუშაო პროცესში არ ჩაურთავთ. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ თვითმმართველობა დროს აჭიანურებს და საბოლოოდ მათი პასუხი უარყოფითი იქნება.

"მერიაში გვითხრეს, რომ საკითხზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყებოდა, რაც მუნიციპალური ტრანსპორტი შეიქმნებოდა. უკვე დაინიშნა სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი და ავტობუსების შემოსვლა მარტის თვიდან დაანონსდა. ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ მერიას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში გადადგან ქმედითი ნაბიჯები. საინიციატივო ჯგუფი მზად არის განხილვის პროცესში ჩაერთოს, რათა მერიისგან არ იყოს პასუხი, რომ საკითხზე სამუშაოდ დრო აღარ დარჩა,"-განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა გაგი ახალაძემ.

სტუდენტები და პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები სტუდენტებისათვის საქალაქო ტრანსპორტში განახევრებული ტარიფების დაწესებას რამდენიმე თვეა ითხოვენ. შეგროვდა ხელმოწერებიც და გაიმართა რამდენიმე საპროტესტო აქციაც.














FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა.
23:50 / 16.02.2020
ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა.
ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა.
23:50 / 16.02.2020
ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა.
Aliexpress WW
«« თებერვალი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 1
ამინდი
თბილისი -2 - 5 °C
img
ქუთაისი 4 - 12 °C
img
ბათუმი 2 - 8 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
7 წლის ბაღდათელმა მოჭადრაკემ ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიგო
თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე ბაღდათელმა
13:06 / 12.02.2020
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020
ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, ახალი სკვერის მოწყობა სრულდება
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, სულხან-საბას გამზირზე
11:46 / 29.01.2020