პოლიტიკა
"მთავარ გამოწვევად რჩება ტურისტების რაოდენობის შენარჩუნება არასეზონურ პერიოდში"
ქუთაისისა და იმერეთის ტურიზმის ცენტრმა 2019 წელი შეაჯამა. ცენტრის ხელმძღვანელის, ტატო ლილუაშვილის თქმით, მთავარ გამოწვევად ქალაქში არასეზონურ პერიოდში ტურისტების რაოდენობის შენარჩუნება რჩება.

"მთავარ გამოწვევად რჩება ტურისტების რაოდენობის შენარჩუნება არასეზონურ პერიოდში თუ როგორ შეიძლება ტურისტების შენარჩუნება 4-ვე სეზონის განმავლობაში,"-განაცხადა ტატო ლილუაშვილმა.

იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, პრობლემის გადასაჭრელად ქუთაისსა და მუნიციპალიტეტებში ტურისტული ლოკაციების რაოდენობის ზრდაა საჭირო.

"გამოწვევად რჩება, რომ ტურისტები დიდი ხნით შევაყოვნოთ ჩვენს ქალაქსა და იმერეთში. ამისათვის ვზრდით ტურისტებისათვის საინტერესო ლოკაციების რაოდენობას,"-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ტატო ლილუაშვილის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, 2019 წელი ტურისტების რაოდენობის 13 %-იანი ზრდით დასრულდა. მისივე განმარტებით, ქუთაისში ტურისტების ყველაზე დიდი რაოდენობა გერმანიიდან, პოლონეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ფიქსირდება. ტატო ლილუაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა, საინფორმაციო ტურები უცხოელი ჟურნალისტებისათვის და ქუთაისის ბრენდინგი ქალაქში ტურისტების რაოდენობის მატებას გამოიწვევს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
13:28 / 23.01.2020
"გაბედეს" აქტივისტი გაგი ახალაძე მესხიშვილის თეატრის წინ ბუჩქების მორთვისთვის საქალაქო
წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ბენიძე სკოლაში
გათბობის სისტემის
16:49 / 22.01.2020
წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ბენიძე სკოლაში გათბობის სისტემის
წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ბენიძე სკოლაში
გათბობის სისტემის
16:49 / 22.01.2020
წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ბენიძე სკოლაში გათბობის სისტემის
ამინდი
თბილისი -2 - 7 °C
img
ქუთაისი 1 - 4 °C
img
ბათუმი 3 - 8 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში მულტიფუნქციური სკამები დაიდგმება
ქუთაისში მულტიფუნქციური სკამები დაიდგმება. პირველ ეტაპზე ქალაქში
18:02 / 25.12.2019
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020