ქუთაისში რგფ-დან გამოყოფილი თანხით 13 ქუჩა რეაბილიტირდება.

რეკონსტრუქცია ჩაუტარდება გრიშაშვილის, ჩეჩელაშვილის, ჯიბლაძის, ხახანაშვილის, კრილოვის ქუჩებს, სულხან-საბას გამზირისა და გუგუნავას ქუჩების შიდა კვარტალურ გზებს, სულხან-საბას კერძო დასახლებას, ზ. გამსახურდიას პირველ ჩიხს, ბერი თევდორეს ქუჩას, ნინოშვილის მე-9 ჩიხის გზას, ბესიკის ქუჩასა და თაბუკაშვილის ჩიხების შემაერთებელ გზას. 

აღნიშნული გზების რეაბილიტაციაზე ჯამში 6 მილიონამდე დაიხარჯება.

ქუთაისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა ნინოშვილის მე-9 ჩიხის გზის, ზვიად გამსახურდიას ქუჩის პირველი ჩიხის, ბესიკის ქუჩისა და ბერი თევდორეს ქუჩის რეაბილიტაციაზე.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *