15 წლის გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს სოლიდარობას ქუთაისში კიდევ

ერთი აქციით გამოუცხადებენ. სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და სტუდენტები მესხიშვილის თეატრთან 18:30 საათიდან შეიკრიბებიან. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მომხდარი არა კონკრეტული პირის, არამედ სისტემის დანაშაულია.

“პირველ რიგში, სოლიდარობას გამოვუცხადებთ ოჯახს. რაც მოხდა ეს არის სისტემის დანაშაული და კონკრეტულად ერთი პირის. სისტემა კლავს,”-განაცხადა მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტმა, გაგი ახალაძემ.

ქუთაისში საპროტესტო აქცია გუშინ, გვიან ღამით გაიმართა. კიდევ ერთი სოლიდარობის აქცია დღეს, 16:00 საათზე, იმერეთის სამხარეო სამმართველოსთან გაიმართება.

15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოზარდი მე-9 სართულიდან 12 დეკემბერს გადმოხტა. ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის სამართალდამცავებმა “მწანე სკოლის” ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების გამო დაკითხეს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *