პოლიტიკა
"საკმაოდ ბევრი ვიქნებით და შეგიძლიათ გვნახოთ უკვე თბილისში"
14 დეკემბერს, თბილისში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის მიერ დაგეგმილ აქციას ქუთაისიდან შეუერთდებიან. "ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ინფორმაციით, შეკრება საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად გახდომას მიეძღვნება და რეგიონებიდან მასში მონაწილე მხარდამჭერების ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი იქნება.

"ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის ახალგაზრდულ ფრთაში უარყოფენ ინფორმაციას, რომ შეკრებაზე პირები იძულებით მიჰყავთ და რომ მათ შორის არიან პედაგოგებიც.

"შევიკრიბებით თბილისში და აღვნიშნავთ ყველანი ერთად ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევას. ახალგაზრდები მოდიან, გამოთქვეს სურვილი, რომ უნდათ ამ ზეიმში მონაწილეობა. ჩვენ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ, რომ ვუზრუნველყოთ მათი თბილისამდე გადაადგილება. ძალიან ბევრს აქვს სურვილი. თუ ვინმე წამოვა, ყველა მისი სურვილით,"-ამბობს "ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრი, გაბრიელ ფოლკენშტერნი.

იმერეთის გუბერნატორი და ქუთაისის მერი არ აკონკრეტებენ, რამდენი ადამიანი შეუერთდება აქციას ქუთაისიდან და ამბობენ, რომ აქციაზე მხარდამჭერების მიყვანას "ოცნების" ახალგაზრდული ფთა უწევს ორგანიზებას.

"ჩვენ გავაცხადეთ და ყველა მსურველს შეუძლია ჩავიდეს 14-ში. არანაირ ისეთ მობილიზაციას არ აქვს ადგილი. უბრალოდ, მსურველები ვინც არიან ჩვენ ვუწევთ ორგანიზებას მათ ტრანსპორტირებას რომ ჩავიდნენ თბილისამდე. ესაა და ეს,"-განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ. 

"ტექნიკურ საკითხებზე მიმართეთ ორგანიზატორებს. ახალგაზრდული ფრთა აკეთებს ამის ორგანიზებას. მოგახსენებთ, რომ საკმაოდ ბევრი ვიქნებით და შეგიძლიათ გვნახოთ უკვე თბილისში,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის ახლადშექმნილ სატრანსპორტო კომპანიაში 120 მძღოლი
დასაქმდება.
16:33 / 17.01.2020
ქუთაისის ახლადშექმნილ სატრანსპორტო კომპანიაში 120 მძღოლი დასაქმდება.
ქუთაისის მერიამ მას შემდეგ, რაც ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის
შემოყვანა გადაწყვიტა,
15:35 / 17.01.2020
ქუთაისის მერიამ მას შემდეგ, რაც ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანა გადაწყვიტა,
მას შემდეგ, რაც ქუთაისში მუნიციპალური ავტობუსები შემოვა,
14:48 / 17.01.2020
მას შემდეგ, რაც ქუთაისში მუნიციპალური ავტობუსები შემოვა,
«« იანვარი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
თბილისი -3 - 4 °C
img
ქუთაისი -1 - 12 °C
img
ბათუმი 4 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020
"დილიდან საღამომდე რომ იტაქსაონ, ქუთაისში ამდენ საწვავს ვერ დახარჯავენ"-წულაია მერიის ხარჯებზე
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე, გოგი წულაია ქუთაისის მერიის
13:16 / 10.01.2020
ქუთაისში მულტიფუნქციური სკამები დაიდგმება
ქუთაისში მულტიფუნქციური სკამები დაიდგმება. პირველ ეტაპზე ქალაქში
18:02 / 25.12.2019