მას შემდეგ, რაც ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ნიკა ლატარიამ დატოვა,

საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევა უნდა მოხდეს. მანამ სანამ ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ მის მოვალეობას ირაკლი შენგელია შეასრულებს. 

ნიკა ლატარიას ორი მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე და ირაკლი შენგელია ჰყავდა. რამაზ ჩხიკვაძემ თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებაზე უარი განაცხადა და მოვალეობის შემსრულებელი შენგელია ავტომატურად გახდა. 

აღნიშნულის შესახებ ცნობილი საკრებულოში ,,ქართული ოცნების” ბიუროს სხდომაზე გახდა. 

,,მე დღეს დამევალა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება მანამ, სანამ არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული თუ ვინ იქნება ახალი თავმჯდომარე. საკრებულო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. არი8ს განსახილველი საკითხები. პირველ რიგში ეს არის ბიუჯეტი.”- განაცხადა ირაკლი შენგელიამ. 

საკრებულოს უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა ლატარიამ, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში პირად გვერდზე 3 დეკემბერს გამოაქვეყნა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *