ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ჯერ კიდევ ვაკანტურია. საკრებულოს

უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ლატარიამ, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში პირად გვერდზე 3 დეკემბერს გამოაქვეყნა.

ქუთაისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარის ვინაობა ხვალ, 10 დეკემბერს, ბიუროს სხდომაზე უნდა გახდეს ცნობილი. ამ ეტაპზე ლატარიას შემცვლელებად მისი მოადგილეები ირაკლი შენგელია და რამაზ ჩხიკვაძე მოიაზრებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *