პოლიტიკა
,,ყველას მოვუწოდებ თავი შეიკავონ ძალადობის პროვოცირებისგან და ძალადობისგან" - იმერეთის გუბერნატორი ქუთაისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით
იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ქუთაისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი განცხადებით, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და კანონის ფარგლებში ყველას შეუძლია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება.

,,დღეს, ქუთაისში, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მინდა საზოგადოებას მივმართო. საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და კანონის ფარგლებში ყველას შეუძლია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება.
შეურაცხყოფა და აგრესია, რიგ შემთხვევებში საპასუხო ქმედებას იწვევს, ამიტომ ყველას მოვუწოდებ თავი შეიკავონ ძალადობის პროვოცირებისგან და ძალადობისგან. ყოველგვარი დაპირისპირება, ძალადობა და ძალადობის პროვოცირება ჩვენთვის მიუღებელია.
კანონის ფარგლებში მოქმედება ყველა მოქალაქის ვალდებულებაა და ამ ჩარჩოებიდან გასვლას ბუნებრივია მოყვება სამართლებრივი რეაგირება. ჩვენი ქალაქი და მუნიციპალიტეტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და იმედი მაქვს, დაგეგმილი აქცია ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობას არ შეაფერხებს."- აცხადებს ზვიად შალამბერიძე.

ოპოზიციის საპროტესტო აქციები რეგიონებში ქუთაისიდან დღეს დაიწყება. 14:00 საათზე აქციის მონაწილეები კიკვიძის სკვერიდან იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობამდე მსვლელობას მოაწყობენ.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის ახლადშექმნილ სატრანსპორტო კომპანიაში 120 მძღოლი
დასაქმდება.
16:33 / 17.01.2020
ქუთაისის ახლადშექმნილ სატრანსპორტო კომპანიაში 120 მძღოლი დასაქმდება.
ქუთაისის მერიამ მას შემდეგ, რაც ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის
შემოყვანა გადაწყვიტა,
15:35 / 17.01.2020
ქუთაისის მერიამ მას შემდეგ, რაც ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანა გადაწყვიტა,
მას შემდეგ, რაც ქუთაისში მუნიციპალური ავტობუსები შემოვა,
14:48 / 17.01.2020
მას შემდეგ, რაც ქუთაისში მუნიციპალური ავტობუსები შემოვა,
«« იანვარი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
თბილისი -3 - 4 °C
img
ქუთაისი -1 - 12 °C
img
ბათუმი 4 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020
"დილიდან საღამომდე რომ იტაქსაონ, ქუთაისში ამდენ საწვავს ვერ დახარჯავენ"-წულაია მერიის ხარჯებზე
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე, გოგი წულაია ქუთაისის მერიის
13:16 / 10.01.2020
ქუთაისში მულტიფუნქციური სკამები დაიდგმება
ქუთაისში მულტიფუნქციური სკამები დაიდგმება. პირველ ეტაპზე ქალაქში
18:02 / 25.12.2019