ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ლატარიამ თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ კი ინფორმაცია სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე განათავსა. ლატარიას განცხადებით, მის მიერ თანამდებობიდან წასვლა მიმდინარე პოლიტიკური პროცესებს არ უკავშირდება.

,,მოგესალმებით მეგობრებო. მინდა მოკლედ გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება. ვტოვებ თანამდებობას. ეს გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს და გთხოვთ არ დაუკავშიროთ იმას რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ქალაქში, მე რამოდენიმე თვის უკან გავაჟღერე გუნდში წასვლა მაგრამ მთხოვეს წლის ბოლომდე დავრჩენილიყავი თანამდებობაზე. თხოვნა შევასრულე. ღმერთმა იცის გულით და სულით ვემსახურე ჩემს ქალაქს და რაც შემეძლო გავაკეთე.არც ერთხელ არ მიღალატია გუნდისთვის და მითუმეტეს ქვეყნისთვის და ქუთაისისთვის. მაპატიოს ჩემმა ქუთაისლებმა თუ მეტი ვერ შევძელი. იყო ამის მიზეზები და არ დავიწყებ ამაზე საუბარს. უზომოდ მიყვარს ჩემი ქალაქი და ჩემი სამშობლო, ამიტომ სხვა ფორმით გავაგრძელებ ვემსახურო მას.”- აცხადებ ნიკოლოზ ლატარია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *