ქუთაისის მერია ცენტრალურ შადრევანს რეაბილიტაციას ჩაუტარებს.

კოლხური შადრევნის განახლებისათვის ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტში 150 000 ლარია გათვალისწინებული.

საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

კოლხური შადრევანი ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ატრაქციაა, რომელმაც ფერი შეიცვალა. შადრევნის წმენდა ხორციელდება, თუმცა, მასზე განთავსებული ფიგურების ნაწილი დაიჟანგა.

შადრევანი 2011 წელს საზეიმოდ გაიხსნა და იგი მთლიანად კოლხური თემატიკითაა შექმნილი.

ჯამში, შადრევან-აუზების რეაბილიტაცია-ექსპლოატაციისათვის 2020 წლის ბიუჯეტში 570 000 ლარია გამოყოფილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *