ქუთაისში კოლხური შადრევანი რეაბილიტირდება
ქუთაისის მერია ცენტრალურ შადრევანს რეაბილიტაციას ჩაუტარებს.
კოლხური შადრევნის განახლებისათვის ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტში 150
000 ლარია გათვალისწინებული.
საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად მერიამ ტენდერი უკვე
გამოაცხადა.
კოლხური შადრევანი ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ატრაქციაა,
რომელმაც ფერი შეიცვალა. შადრევნის წმენდა ხორციელდება, თუმცა, მასზე
განთავსებული ფიგურების ნაწილი დაიჟანგა.
შადრევანი 2011 წელს საზეიმოდ გაიხსნა და იგი მთლიანად კოლხური
თემატიკითაა შექმნილი.
ჯამში, შადრევან-აუზების რეაბილიტაცია-ექსპლოატაციისათვის 2020 წლის
ბიუჯეტში 570 000 ლარია გამოყოფილი.
მასალის გამოყენების პირობები