პოლიტიკა
"ლორთქიფანიძე! წყალი ცივი იყო! სირცხვილია!"
"ლორთქიფანიძე! წყალი ცივი იყო! სირცხვილია!"-ასე გამოეხმაურნენ სტუდენტები საკრებულოს დეპუტატის ფეისბუკ პოსტს ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციაზე.

მათი თქმით, საჯარო მოხელეები მსგავსი ტიპის განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ. "სირცხვილია, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს თბილისში ფეხით უვლიან და საკრებულოს წევრი, რომელიც დემოკრატიაზე ლექციებს კითხულობს, აქციის მონაწილის შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს,"-განაცხადა მიხეილ გეგეშიძემ.

შეგახსენებთ, საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ოთარ ლორთქიფანიძე თბილისში მიმდინარე აქციას შემდეგი პოსტით გამოეხმაურა-"მაჭუტაძეს დაბალი იმუნიტეტი აქვს და ნელ-თბილი წყალი ვაბკუროთ". დეპუტატის განცხადებას საზოგადოებისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა.



ფოტო: რადიო "ძველი ქალაქი"
| Print |