ქუთაისის ბაგა-ბაღების ნაწილში გათბობის სისტემა ჩართული

არ არის, რაზეც მშობლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მათი თქმით, ბაღები გათბობით უზრუნველყოფილი 15 ნოემბრიდან უნდა ყოფილიყო.

ააიპ “ბაგა-ბაღების გაერთიანების” ხელმძღვანელი, დავით წიტაიშვილი ამბობს, რომ ტექნიკური პრობლემა დღის ბოლომდე მოგვარდება.

“ტექნიკური ჯგუფი გასულია ბაღებში და მიმდინარეობს მუშაობა. დღის ბოლოს გათბობა ყველა ბაღში ჩაირთვება. ბევრი ბაღი გვაქვს და თითოეულ ბაღში რამდენიმე ტიპის სამუშაო იყო ჩასატარებელი, რაც ჯგუფმა ფიზიკურად ვერ მოასწრო. ბუნებრივი აირია და სკულპუროზული მუშაობა და გადამოწმება სჭირდება,”-განაცხადა დავით წიტაიშვილმა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *