მერიამ ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს უკვე გადაუგზავნა.

ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა კომისიებში დღეიდან დაიწყება. ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 61 032 200 ლარია.

ქუთაისის მერის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტში პრიორიტეტული ინფრასტრუქტურა, სოციალური მიმართულებები, კულტურა და სპორტი იქნება.

საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი 25 ნოემბრამდე უნდა განიხილოს და ამის შემდეგ შესწორებებითა და რეკომენდაციებით კვლავ მერიას დაუბრუნოს. მერია ვალდებულია, რომ გადამუშავებული ბიუჯეტი საკრებულოში 10 დეკემბრამდე წარადგინოს.     

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *