ბაღდათის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი 7 572 500 ლარს შეადგენს
ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის
მოცულობა 7 572 500 ლარით განისაზღვრა. მერიის ინფორმაციით, 2019
წლის ბიუჯეტთან შედარებით, მომდევნო წლის ბიუჯეტი 12 96, 4 ათასი
ლარით გაიზარდა. მათივე განმარტებით, ყოველი მომდევნო წლის
ბიუჯეტის ზრდა 5,1%-ს შეადგენს.
თვითმმართველობაში ამბობენ, რომ 2020 წლის ბიუჯეტს ახალ
პრიორიტეტებად სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების
ხელშეწყობა ემატება. ბიუჯეტში პრიორიტეტებად დარჩება ინფრასტრუქტურის,
კულტურისა და განათლების მიმართულებები.
2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საჯარო განხილვის შემდეგ, 15 ნოემბრამდე
საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო საკითხთა კომისია გადაეგზავნება
განსახილველად. შენიშვნების შემთხვევაში, მერიას დაუბრუნდება
არაუგვიანეს 25 ნოემბრისა, რის შემდეგაც მოხდება საკრებულოს სხდომაზე
განხილვა და დეკემბრის ბოლომდე დამტკიცება.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე
მასალის გამოყენების პირობები