პოლიტიკა
ქუთაისში საახალწლოდ ფოიერვერკის შესაძენად ტენდერი თავიდან გამოცხადდება
ქუთაისის მერიამ საახალწლო ფოიერვერკის შესაძენად გამოცხადებული 16 000 ლარიანი ტენდერი შეწყვიტა. მერიაში განმარტავენ, რომ ტენდერის შეწყვეტა საახალწლო ღონისძიებების მოსაწყობად უფლებამოსილების ააიპ "ქუთგანათების სერვისისათვის" გადაცემამ გამოიწვია. 

"2020 წლის ბიუჯეტის ფორმირება ახლა მოხდა. გადაწყდა, რომ საახალწლო პროგრამის განმახორციელებელი 2020 წლიდან "ქუთგანათების სერვისი" იქნება. ვინაიდან, ფოიერვერკის შესყიდვაზე თანხის გადარიცხვა 2020 წელს მოხდება, ტენდერს "ქუთგანათების" ააიპი გამოაცხადებს,"-განაცხადეს მერიაში.

თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ სატენდერო პირობები ტენდერის მეორედ გამოცხადების შემდეგ არ შეიცვლება.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ამინდი
თბილისი -1 - 9 °C
img
ქუთაისი -1 - 8 °C
img
ბათუმი 4 - 11 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020