პოლიტიკა
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღთან, რიონზე საფეხმავლო ხიდის პროექტირებისათვის 60 000 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა
ქუთაისის მერია ბოტანიკური ბაღიდან წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიამდე, მდინარე რიონზე ქვეითთა გადასაადგილებელი ხიდის მოწყობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 60 000 ლარია.

გამარჯვებულმა დოკუმენტაციის მომზადება ხელშეკრულების დადებიდან 6 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს.

ქუთაისის მერიამ საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე 30 000 ლარიანი ტენდერი 2017 წლის 2 თებერვალს გამოაცხადა. ტენდერი არ შედგა და პროექტზე ელექტრონული შესყიდვა მეორედ გამოცხადა, რა დროსაც ღირებულება 45 000 ლარამდე გაიზარდა. განმეორებით ტენდერში შპს "სამართლებრივი ანალიზისა და ექსპერტიზის ცენტრმა" 35 444 ლარად გაიმარჯვა.

როგორც ქუთაისის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსის მოადგილე, თიკო ბერიშვილი ამბობს, შპს "სამართლებრივი ანალიზისა და ექსპერტიზის ცენტრის" მიერ შედგენილი პროექტის ჩაბარება არ განხორციელებულა, რადგან ის თვითმმართველობამ არ მოიწონა. მისივე განმარტებით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას არც ანაზღაურება მიუღია. 

ფოტო: ინტერნეტ სივრცე


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ამინდი
თბილისი -1 - 9 °C
img
ქუთაისი -1 - 8 °C
img
ბათუმი 4 - 11 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020