პოლიტიკა
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული წყალტუბოს სანატორიუმების ფასი 47,5 მლნ ლარია
"ჩვენი ამოცანაა, რომ კურორტი 2024 წლიდან უკვე ამოქმედდეს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, მთავრობა მოკლე ვადებში წყალტუბოში არსებულ სახელმწიფო ქონებას ბიზნესს საბაზრო ფასად შესთავაზებს. ნათია თურნავას ინფორმაციით, დღეს არსებული ოფიციალური შეფასებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 ობიექტის ფასი 47,5 მლნ ლარია.

"ჩვენი შემდეგი ნაბიჯია, მოვამზადოთ ეს ობიექტები კვლავ საპრივატიზებოდ და საბაზრო პირობებით შევთავაზოთ ბიზნესს. ამის შემდეგ, თუ დარჩება ისეთი ობიექტები, ან ინფრასტრუქტურის ნაწილი, სადაც ბიზნესი ვერ შეძლებს ინვესტიციის განხორციელებას, არ გამოხატავს ინტერესს, ან რესურსის ნაკლებობას იგრძნობს, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დავეყრდნოთ იგივე ფონდი "ქართუ"-სა, თუ თანაინვესტირების ფონდის რესურსს," - განაცხადა ნათია თურნავამ.

წყალტუბოში სულ 22 სანატორიუმია, მათ შორის 7 პრივატიზებულია, ხოლო 15 სახელმწიფო საკუთრებაშია. საჯარო განხილვაზე გაჟღერებული ინფორმაციის მიხედვით, საჭიროა 4 სანატორიუმის დემონტაჟი.

შეგახსენებთ, წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა დაიწყო. წყალტუბოს განახლების პროექტის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ისაუბრეს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მას შემდეგ, რაც ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ნიკა
ლატარიამ დატოვა,
13:54 / 10.12.2019
მას შემდეგ, რაც ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ნიკა ლატარიამ დატოვა,
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ჯერ კიდევ ვაკანტურია.
საკრებულოს
16:55 / 09.12.2019
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ჯერ კიდევ ვაკანტურია. საკრებულოს
ოპოზიციის აქცია ერთად ერთის წინააღმდეგ ქუთისში 14:00 საათზე
კიკვიძის სკვერიდან დაიწყო.
18:52 / 06.12.2019
ოპოზიციის აქცია ერთად ერთის წინააღმდეგ ქუთისში 14:00 საათზე კიკვიძის სკვერიდან დაიწყო.
ოპოზიციის აქციას ,,ქართული ოცნების
18:31 / 06.12.2019
ოპოზიციის აქციას ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერები თვალს ოფისიდან ადევნებდნენ. აქციის მონაწილეებს ქალაქის
ოპოზიციის აქციას ,,ქართული ოცნების
18:31 / 06.12.2019
ოპოზიციის აქციას ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერები თვალს ოფისიდან ადევნებდნენ. აქციის მონაწილეებს ქალაქის
«« დეკემბერი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი -2 - 8 °C
img
ქუთაისი 2 - 14 °C
img
ბათუმი 7 - 14 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას
პატარა ქუთაისელი მუსიკოსი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში
17:48 / 26.11.2019
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება.
17:45 / 26.11.2019
,,ეს განსაკუთრებული სკოლაა, საინტერესო ისტორიით" - აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქუთაისის მე-17 სკოლას ეწვია
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ
11:36 / 06.12.2019
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"-ასე
14:45 / 20.11.2019