ქუთაისის ააიპ “სპეციალურმა სერვისებმა”, შესაძლოა, შტატგარეშე თანამშრომლებს

ხელფასი ვერ აუნაზღაუროს. ააიპის ხელმძღვანელმა, კოტე ჯავახაძემ საკრებულოს კომისიაზე განაცხადა, რომ ააიპის ბიუჯეტის 80 %-მდე თითქმის გახარჯულია. მისივე თქმით, შესაძლოა, დღის წესრიგში თანხების ბიუჯეტიდან ანაზღაურების საკითხი დადგეს. 

მოგვიანებით, ჯავახაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ პრობლემა შესაძლოა დადგეს. ამ შემთხვევაში კი 60-მდე შტატგარეშე თანამშრომლისათვის თანხების ანაზღაურებას ააიპი საკუთარი შემოსავლებიდან შესძლებს. 

“შტატგარეშე თანამშრომლები ძირითადად სეზონურ სამუშაოებს ასრულებენ. მაგალითად, ახლა დამთავრდა თიბვის სეზონი და იმ თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ ამ სამუშაოებს, შეუწყდებათ ხელშეკრულებები. შეიძლება დადგეს ეს პრობლემა. თანხების ანაზღაურება მოხდება საკუთარი შემოსავლებიდან,”-განაცხადა ჯავახაძემ.

ააიპის ბიუჯეტი  5 მილიონ 945 000 ლარია, აქედან 4 მილიონ 4 177 000 ლარი უკვე გახარჯულია.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *