პოლიტიკა
პირველადი გადარჩევით, ქუთაისის მერიაში შესული მოქალაქეების ინიციატივები 90-დან 67-მდე შემცირდა
ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭომ მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივების ფარგლებში მერიის ვებ გვერდზე დარეგისტრირებული ინიციატივების განხილვა დაიწყო. პირველ ეტაპზე მცირე ჯგუფმა პირველად ტექნიკურ გაფილტვრაზე იმუშავა შემდეგი მიმართულებით, პასუხობდა თუ არა წარმოდგენილი ინიციატივა ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას და ჰქონდა თუ არა მერიას მსგავსი საქმიანობისთვის სხვადასხვა პროგრამებით გამოყოფილი თანხა 2020 წლის ბიუჯეტში.

წინასწარი ტექნიკური შერჩევისას დადგინდა, რომ სულ მერიაში 87 ინიციატივაა შესული. აქედან, საბჭოს შერჩევისთვის 67 ინიციატივა გადაეცა, 7 ინიციატივა არ პასუხობდა მერიის კომპეტენციას, მაგრამ მათი ინიციატივები გაეგზავნება შესაბამის უწყებებს, ხოლო 13 ინიციატივა მერიას აქვს უკვე გათვალისწინებული 2020 წლის ბიუჯეტში. 

67 ინიციატივას საბჭო სამი კრიტერიუმით შეაფასებს: მდგრადობა, აქტუალობა, კრეატიულობა.

საბჭო კონკურსის პირობების თანახმად შეარჩევს (ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურით) 10 საუკეთესოს, რომელსაც დაამტკიცებს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მე-20 სხდომაზე.

საბჭოს მიერ შერჩეული 10 ინიციატივა, განთავსდება კონკურსის საიტზე volis.kutaisi.gov.ge -ზე და მოქალაქეები შეარჩევენ მათგან 3 სასურველს, რომელსაც მერია 2020 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში, გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ქუთაისის
საკრებულოში
18:02 / 20.11.2019
ქუთაისში, გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ქუთაისის საკრებულოში
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ჭიშკარი დააბოქლომეს.
17:15 / 20.11.2019
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ჭიშკარი დააბოქლომეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ჭიშკარი დააბოქლომეს.
17:15 / 20.11.2019
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ჭიშკარი დააბოქლომეს.
16:41 / 20.11.2019
"ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია 2020 წლის ბიუჯეტში
16:41 / 20.11.2019
"ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია 2020 წლის ბიუჯეტში
ამინდი
თბილისი -2 - 4 °C
img
ქუთაისი 5 - 13 °C
img
ბათუმი 8 - 16 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
13:00 / 04.11.2019
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.
12:39 / 28.10.2019
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ქუთაისში 9 ნოემბერს იმღერებენ
ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
12:30 / 30.10.2019
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"-ასე
14:45 / 20.11.2019
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა.
16:59 / 30.10.2019