სტიქიისგან დაზარალებულ ოჯახებზე ქუთაისის მერია ჯამში 12 500 ლარს გასცემს
ქუთაისში სტიქიის შედეგად მიყენებული ქონებრივი ზარალი 25 ოჯახს
აუნაზღაურდება. თითოეულ ოჯახს 500-500 ლარი გადაეცემა, რაც ჯამში 12
500 ლარს შეადგენს.
როგორც ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსმა, ჯონი არაბიძემ
განაცხადა, ჯამში ქონებრივი ზარალი 5 ადმინისტრაციულ ერთეულში
მცხოვრებლებს, განსაკუთრებით კი კახიანაურის ოლქს მიადგა. აქ
500-500 ლარ 12 ოჯახს გადაეცემა. ქალაქ მუზეუმში თანხას
7, უქემერიონში 4, ავტოქარხანაში 1 და საფიჩხიაზე 1 ოჯახი
მიიღებს.
ქონებრივი ზარალის ასანაზღაურებლად თანხა ქუთაისის მერიის სარეზერვო
ფონდიდან გაიცემა.
მასალის გამოყენების პირობები