შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა ხარაგაულში, სარკინიგზო გვირაბის

მშენებლობისას მუშის გარდაცვალების შემდეგ, კომპანიას სამუშაო პროცესი შეუჩერა და 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მოკვლევის შედეგად გამოვლინდა უსაფრთხოების წესების დარღვევა, კერძოდ, სამუშაოს წარმოებისას გამოიყენებოდა დაზიანებული, ამორტიზებული,ტექნიკურად გაუმართავი მძიმე ტექნიკა, სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოების წესების უგულვებელყოფა, საფრთხეების არასწორი/არასრულყოფილი იდენტიფიცირება და ა.შ.

ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი გვირაბის გაყვანით სამუშაოებს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მუდმივმოქმედი ფილიალი საქართველოში აწარმოებს.

შრომის ინსპექცია მოუწოდებს ყველა დამსაქმებელს, მოხდეს შრომის უსაფრთხოების კანონით გათვალისწინებული ნორმების დაცვა სამუშაო ადგილებზე.

ფოტო: რკინიგზელთა ახალი პროფკავშირები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *