პოლიტიკა
ქუთაისის მერიის ვებ გვერდზე მოქალაქეებს თავისუფალი ინიციატივების წარდგენის ვადა დღეს იწურება
ქუთაისის მერიის ვებ გვერდზე მოქალაქეებს თავისუფალი ინიციატივების წარდგენის ვადა დღეს იწურება. მოქალაქეებს საკუთარი იდეების დაფიქსირების საშუალება დღის ბოლომდე აქვთ.

​ინიციატივების დარეგისტრირების შემდეგ მეორე ეტაპი იწყება, რომელიც მერის მრჩეველთა საბჭოს მიერ იდეების შესწავლა და შეფასებას მოიცავს. შერჩევის პროცესი 21 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მესამე ეტაპი საჯარო კენჭისყრაა, რომელიც 9 ოქტომბრიდან 1-ლ ნოემბრამდე იწარმოებს.

საჯარო ხმის მიცემის პროცედურაში წარმოდგენილი იქნება 10 პროექტი, რომელიც მიიღებს მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მაქსიმალურ შეფასებას. გამარჯვებული გახდება 3 საპროექტო განაცხადი, რომელიც მიიღებს ხმების მაქსიმალურ რაოდენობას საჯარო კენჭისყრისას.

გამარჯვებული ინიციატივა ქუთაისის მომავალი წლის ბიუჯეტში აისახება.

ფოტო: ქუთაისის მერია
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საავტომობილო გზების დეპარტამენტის
15:20 / 25.01.2020
საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ამინდი
თბილისი -1 - 9 °C
img
ქუთაისი -1 - 8 °C
img
ბათუმი 4 - 11 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020