იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებია.

გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ მის პირველ მოადგილედ იოსებ ხახალეიშვილი წარადგინა, რწმუნებულის მოადგილის თანამდებობა კი ლევან კიკნაველიძემ დაიკავა.

იოსებ ხახალეიშვილი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა. ოთხი წლის განმავლობაში რწმუნებულის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

ლევან კიკნაველიძე დღემდე “ჭიათურ-მანგანუმ ჯორჯია”-ს მონიტორინგის სამსახურის უფროსი იყო. გასულ წლებში კი საქართველოს კონტროლის პალატაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ქუთაისის სასამართლოში მუშაობდა, სადაც სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა.

ფოტო: იმერეთის მხარე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *