ზესტაფონში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, იმერეთის გუბერნატორი ზვიად

შალამბერიძე მუნიციპალიტეტების მერებსა და “სოკარის” წარმომადგენელს შეხვდა. როგორც შალამბერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, შეხვედრაზე მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად სამუშაოები დაიგეგმა. მისივე განმარტებით, ჩატარდება გასვლითი შეხვედრები და გამოიკვეთება რისკის კერები.

“ჩვენ სასწრაფოდ შევხვდით მუნიციპალიტეტების მერებსა და “სოკარის” წარმომადგენლებს. ვისაუბრეთ, თუ როგორი სამუშაოები უნდა გავატაროთ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს რეგიონში. გამოიკვეთა ერთი მთავარი პრობლემა, რომ მსგავსი ფაქტები ხდება ისეთ სახლებში, რომლებიც არის გაქირავებული და “სოკარი” ვერ ახერხებს შესვლას, რათა მდგომარეობა ფიზიკურად აღწეროს. შევხვდებით ყველა ამხანაგობების თავმჯდომარეებს და ერთობლივად გაკეთდება გასვლები კორპუსებში. რამდენიმე დღეში გვექნება სრული სურათი, რა ხდება იმერეთში და სად გავქვს რისკის კერები,”-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ ზესტაფონში დედა და ორი მცირეწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს. უბედური შემთხვევის მიზეზად ბუნებრივი აირის ნამწვი სახელდება.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *