პოლიტიკა
"თუ თქვენ გვეტყვით იურიდიულად სწორ გზას, მზად ვართ მაგ გზით წავიდეთ"
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან ფილიპაშვილი კლუბის დროებითი მმართველის მოადგილედ დანიშნა. როგორც გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა, ფილიპაშვილი ფედერაციასთან ჩანიშნულ შეხვედრასაც დაესწრება.

გულშემატკივრებთან შეხვედრაზე ქუთაისის მერი უმოქმედობაში დაადანაშაულეს. ფანკლუბის წევრებმა განაცხადეს, რომ გუნდი იშლება და მერია ამ დრომდე არაფერს აკეთებს.

ქუთაისის მერმა ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ მერიამ "ტორპედოსთან" მიმართებაში ყველა ნაბიჯი სწორად გადადგა. ქმედითი ნაბიჯების განსახორციელებლად კი აუცილებელია, გუნდი მერიის ბალანსზე გადავიდეს.

"ჩვენ კანონიერი, სასამართლოს გზით უნდა წავიდეთ. თუ ჩვენ ამ გზით არ წავალთ, მაშინ რა გზით უნდა წავიდეთ? თუ თქვენ გვეტყვით იურიდიულად სწორ გზას, მზად ვართ მაგ გზით წავიდეთ,"-განუცხადა ჭიღვარიამ გულშემატკივრებს.

1-ლი სექტემბრის მდგომარეობით, ქუთაისის "ტორპედოს" მიმართ ზაალ ჩაჩავას სახელფასო და საბანკო დავალიანება 3 მილიონ ლარს შეადგენს. ამის შესახებ კლუბის დროებითმა მმართველმა, თემურ ჩეჩელაშვილმა გულშემატკივრებთან შეხვედრისას განაცხადა. ჩეჩელაშვილის თქმით, გარდა 3 მილიონისა, კლუბის ყოფილ პრეზიდენტს მერიის მიმართ 250 000 ლარის დავალიანება აქვს.

ქუთაისის საფეხბურთო კლუბში ფინანსური კრიზისია. თვეებია, რაც ფეხბურთელებს ხელფასი არ მიუღიათ. გულშემატკივრები პერმანენტულ აქციებს მართავენ და აცხადებენ, რომ კლუბი დაშლის საფრთხის წინაშე დგას. ფანკლუბის წევრები გუნდში არსებული პრობლემების მოგვარებას ქუთაისის მერიას სთხოვენ.

ფოტო: "ძველი ქალაქი"

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ
13:52 / 12.09.2019
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტის
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ
13:52 / 12.09.2019
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტის
1-ლი სექტემბრის მდგომარეობით, ქუთაისის
13:34 / 12.09.2019
1-ლი სექტემბრის მდგომარეობით, ქუთაისის "ტორპედოს" მიმართ ზაალ ჩაჩავას
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 13 - 24 °C
img
ქუთაისი 14 - 24 °C
img
ბათუმი 18 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ბაღდათში, ხანისწყალზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
მომავალ წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტს განახლებული ხიდი ექნება.
14:15 / 26.08.2019