ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” პრეზიდენტის

ზაალ ჩაჩავას მიმართ სასამართლო დავა დაიწყო. თვითმმართველობამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 11 სექტემბერს შეიტანა. მერიამ სარჩელით ხელშეკრულების გაუქმება და “ტორპედოს” 100 %-იანი წილის ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოსვლა მოითხოვა.

“სარჩელი უკვე წარედგინა საქალაქო სასამართლოს. დავის მერიის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, არის საშიშროება, რომ ზაალ ჩაჩავამ ვერ დაფაროს დავალიანება. წინასწარ ვერაფერს გეტყვით, აღსრულების პროცესი აჩვენებს ყველაფერს. წინა წლებში კომპანიას 11 მილიონამდე აქვს ბრუნვა წელიწადში. ეს თუ ასე გაგრძელდა, კომპანიას დაყადაღებული ექნება ანგარიშები და ვალი გასტუმრდება,”-განაცხადა მერიის იურისტმა ირაკლი გიორგაძემ.

ირაკლი გიორგაძე ამბობს, რომ კლუბში შექმნილი ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად, პირველ რიგში, ქუთაისის მერიისათვის “ტორპედოს” დაბრუნება იურიდიულად უნდა მოხდეს, რაც შემდეგ ხელ-ფეხს გაუხსნის მერიას ახალი სპონსორი მოიძიოს ან რაიმე დაფინანსების წყარო მონახოს, რათა ფეხბურთელებს ხელფასები დაურიგოს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *