პოლიტიკა
"ესაუბრო ამ ხელისუფლებას არის ნაყო წყალი"-გოგი წულაიას პერფორმანსი
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის წინ როდინი მიიტანა და წყალი დანაყა. ​გოგი წულაიასთვის გაუგებარია, რატომ ყიდულობს მერია მაღალი გამავლობის ორ ჯიპს ან რატომ გადასცა თვითმმართველობამ მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ჭიათურის მერიას. "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასთან საუბარი წყლის ნაყვას ჰგავს და ისინი წინა ხელისუფლების შეცდომებს იმეორებენ.

"ესაუბრო ამ ხელისუფლებას არის ნაყო წყალი. წინა ხელისუფლების დროს 400 000 ლარი დახარჯეს მოედნის მოწყობაზე, რომელიც ზესტაფონს აჩუქეს და მათაც ვერაფერში გამოიყენეს. იგივეს აკეთებს ეს ხელისუფლებაც. ჭიათურას გადასცეს ავტომობილი და თვითონ კი ყიდულობენ. მთელი ქონება მათი ჰგონიათ. ასეთმა მიდგომებმა მიიყვანა ქუთაისი ამ მდგომარეობამდე. გარდა ამისა, საინტერესოა, რაში სჭირდება ქუთაისის მერიას მაღალი გამავლობის ჯიპი, როდესაც ქუთაისში ყველაზე მაღალი წერტილი 160 მეტრია. ალბათ, იძენენ იმისთვის, რომ ბენზინი დაწვან,"-განაცხადა წულაიამ.

ქუთაისის მერიამ მაღალი გამავლობის ორი ჯიპის შესაძენად 62 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. საკრებულოს ბოლო რიგგარეშე სხდომაზე კი დეპუტატებმა ჭიათურის მერიისათვის ერთი ავტომანქანის გადაცემას დაუჭირეს მხარი.


ფოტო: "ძველი ქალაქი"
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ
13:52 / 12.09.2019
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტის
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 13 - 24 °C
img
ქუთაისი 14 - 24 °C
img
ბათუმი 18 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ბაღდათში, ხანისწყალზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
მომავალ წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტს განახლებული ხიდი ექნება.
14:15 / 26.08.2019