პოლიტიკა
ზესტაფონში ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია განახლდა
ზესტაფონში ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია განახლდა. მერიამ ხელშეკრულება სამშენებლო კომპანია "ბილდმორთან" გააფორმა. კომპანიამ პროექტით გათვალისწინებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე განაახლა.

სახელშეკრულებო ვალდებულების გათვალისწინებით, შპს "ბილდმორი" ცენტრალურ მოედანზე 557 177 ლარის სამუშაოებს შეასრულებს.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით, ცენტრალურ მოედანზე, ავტო საგზაო კვანძის გაუქმების გარეშე, დასასვენებელი პარკი მოეწყობა, სადაც სხვადასხვა ტიპისა და სტრუქტურის ინვენტარი განთავსდება. დამონტაჟდება განათების სისტემა. ახალი სივრცე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულებით სარეკონსტრუქციო სამუშაოები 80 დღეში უნდა დაასრულოს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ზესტაფონში 9 საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
19:46 / 20.01.2020
ზესტაფონში 9 საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
ზესტაფონში 9 საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
19:46 / 20.01.2020
ზესტაფონში 9 საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
ზესტაფონში 9 საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
19:46 / 20.01.2020
ზესტაფონში 9 საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
ამინდი
თბილისი -1 - 7 °C
img
ქუთაისი 2 - 7 °C
img
ბათუმი 4 - 8 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში მულტიფუნქციური სკამები დაიდგმება
ქუთაისში მულტიფუნქციური სკამები დაიდგმება. პირველ ეტაპზე ქალაქში
18:02 / 25.12.2019
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020
"დილიდან საღამომდე რომ იტაქსაონ, ქუთაისში ამდენ საწვავს ვერ დახარჯავენ"-წულაია მერიის ხარჯებზე
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე, გოგი წულაია ქუთაისის მერიის
13:16 / 10.01.2020