საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქუთაისში

კიდევ 5 ქუჩის რეაბილიტაციას დაიწყებს. გზის საფარის მოწყობა იგეგმება აღმაშენებლის, წერეთლის, თავისუფლების, საიათნოვას, ნიკეასა და სულხან-საბას ქუჩებზე. პროექტის სავარაუდო ჯამური ღირებულება 18 მილიონი ლარია.

ამ დროისათვის კი 5 ქუჩა ეწყობა. სამუშაოები ჯავახიშვილის, შარტავას, ბუხაიძის, ნინოშვილისა და გუგუნავას ქუჩებზე მიმდინარეობს.

პროექტის ჯამური ღირებულება 9 474 400 ლარია. რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *