პოლიტიკა
საღორიის ტყეში ახალგაზრდა გოგონამ თვითმკვლელობა სცადა
მეხანძრე-მაშველებმა ქუთაისში სუიციდის მცდელობა აღკვეთეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საღორიის ტყეში ახალგაზრდა გოგონას ჰქონდა თავის ჩამოხრჩობის მცდელობა.

"მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად, მოხერხდა სუიციდის მცდელობის დროულად აღკვეთა და გოგონას გადარჩენა. უგონო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გოგონას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა, ახლა თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,"-ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

ადგილზე მუშაობდა ქუთაისის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფი. საღორიის ტყეში მობილიზიებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მომხდარ ფაქტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
| Print |