პოლიტიკა
პროტესტის მეორე დღე ქუთაისის მერის გადადგომის მოთხოვნით
"ჭიღვარია წადი"-პროტესტის მეორე დღე ქუთაისის მერის გადადგომის მოთხოვნით.
ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე "სავანეს" მეპატრონეები მერიის შენობის წინ საყვირითა და სასტვენებით მივიდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თვითმმართველობა ჩეკისტებისაგან ვერ განთავისუფლდა, რომლებიც ქალაქს ძალადობრივი მეთოდებით ანგრევენ.

"ამოვიდა ყელში ამდენი უსამათლობა, ქალაქის მიწასთან გასწორება და გაცამტვერება. მერიაში ქუთაისის მკვლელები არიან. არც ერთმა თანამშრომელმა საკუთარი მოვალეობა არ იცის. ყველა ბიზნესი შეიწირეს და მთელი ქალაქი გაინაწილეს,"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიასა და "სავანეს" მფლობელებს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობდა. კაფეს მფლობელები მერიას ბიზნესის მიტაცების მცდელობაში ადანაშაულებენ. სააპელაციო სასამართლოს მოსართლე გადაწყვეტილებას 16 ივლისს გამოაცხადებს.
| Print |