ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობა ქუთაისის საკრებულოს

დღევანდელ სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება. ფრაქციის სახელით განცხადება ბესიკ ბრეგაძემ გააკეთა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” განცხადება საკრებულოში გუშინ შეიტანა და 20 ივნისის მოვლენებზე საერთო პოზიციის დაფიქსირება მოითხოვა. ბესიკ ბრეგაძე ამბობს, რომ ფრაქციას არც საპასუხო წერილი მიუღია და საკითხი არც დღის წესრიგშია გათვალისწინებული. ბრეგაძის თქმით, რუსეთმა ქვეყნის, ხოლო საკრებულომ პოლიტიკური ტრიბუნის ოკუპაცია მოახდინა.

“გვინდოდა, დღევანდელ საკრებულოზე დებადებატები გამართულიყო და გვემსჯელა მიმდინარე მოვლენებზე. საკრებულომ დღის წესრიგში ჩვენი ინიცირებული საკითხი არ შეიტანა და ფრაქციების გადაწყობის საკითხი უფრო მნიშვნელოვნად ჩათვალა. არ ვუერთდებით დღევანდელ სხდომას და პროტესტს გამოვთქვამთ, რომ არ გვეძლევა პოლიტიკური განცხადებების გაკეთების საშუალება,”-განაცხადა ბესიკ ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, საკრებულოს ბოიკოტი “ევროპულმა საქართველომაც” გამოუცხადა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *