“უჩვენე წითელი ბარათი გახარიას” – ქუთაისში დღეს აქცია-პერფორმანსი

გაიმართება. 19 :30 საათიდან 20:30 საათამდე მესხიშვილის თეატრთან შეკრებილებს  წითელი ბარათები დაურიგდებათ.

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში 20 ივნისს რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ. ასამბლეის წევრი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა.

ასამბლეის სესიამ სხდომის გაგრძელება შესვენების გამოცხადების შემდეგ ვეღარ შეძლო. პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ ასამბელის გახსნა გააპროტესტეს, პარლამენტის სპიკერატი შესვენების დროს დაიკავეს და განაცხადეს, რომ გავრილოვისა და რუსი დეპუტატების პარლამენტის სასესიო დარბაზში ყოფნას არ დაუშვებდნენ.

ამავე დღეს თბილისში გამართული აქცია გვიან ღამით დაარბიეს. რა დროსაც მოქალაქეემა და ჟურნალისტებმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს.

აქციები თბილისსა და რეგიონებში 20 ივნისს შემდეგ იმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *